Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720403&print=yes&view=jobs
 
მიღება-განთავსების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ibis Styles Tbilisi Mziuri Park
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"Accor" არის ფრანგული მსოფლიოში წამყვანი სტუმართმოყვარეობის ჯგუფი, წარმოდგენილი 45+ სასტუმრო ბრენდის მიერ 110-ზე მეტ ქვეყანაში.

"Accor"-ის წევრი - "ibis Styles Tbilisi Mziuri Park" მიესალმება მათ, ვინც აზრობრივ შინაარსს ანიჭებს ყველა შენაძენს, ურთიერთობებს და ცხოვრების წესს. ყოველდღე, ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ ჩვენი სამყარო უკეთეს ადგილად იქცეს და მეორე შანსს ვაძლევთ ყველაფერს ჩვენს გარშემო.

"ibis Styles Tbilisi Mziuri Park"-ი აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

მიღება-განთავსების სუპერვაიზერის მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს მიღებისა და განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დარწმუნდეს მომსახურების მაღალ ხარისხში
** უპასუხოს სტუმრების თხოვნებსა და საჩივრებს დროულად და პროფესიონალურად
** ზედამხედველობა გაუწიოს მიღებისა და განთავსების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას, მათ შორის სტუმრების მოთხოვნებს
** დარწმუნდეს გადახდებთან დაკავშირებული საკითხების სისწორეში.
** ზედამხედველობა გაუწიოს სტუმრების უკუკავშირს
** გადაჭრას სტუმრის საჩივრები
** გაუწიოს დატრენინგება და მხარდაჭერა მიღებისა და განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებს
** ზედამხედველობა გაუწიოს თანამშრომლების შესრულებულ სამუშაოს და წარადგინოს უკუკავშირი
** შეინარჩუნოს სამუშაო ადგილის სისუფთავე და ორგანიზებულობა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით სასტუმრო ინდუსტრიაში, სტუმრების მომსახურების როლში
** ინგლისური ენის ფლობა აუცილებელი, სხვა ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი
** Opera Cloud-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

შემოუერთდი 330 000 Heartist®-ების გუნდის მსოფლიო მასშტაბით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, მოგვმართეთ მისამართზე alisa.gurjiani@accor.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის არჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, შესაბამის გამოცდილებას და უნარებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კანდიდატების დისკრიმინაცია გამორიცხულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია