Робота для біженців з України
მხარშავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხარშავი
მომწოდებელი: რედ განეში
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას საწარმოში, სახარშ უბანზე მხარშავის პოზიციაზე.

კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ავჭალის ქუჩა;
** ანაზღაურება: 1 000 ლარი (ნეტი).

ძირითადი მოვალეობები:

** ხორცის, თევზის, ბოსტნეულისა და სხვა ინგრედიენტების გადამუშავება და მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან დღის გეგმის გაცნობა და წარმოების პროცესისთვის მომზადება;
** ნედლეულის, ტექნოლოგიის მიხედვით, შესაბამის ღუმელში მოთავსება და მოხარშვა;
** ნედლეულის მომზადება სხვადასხვა მეთოდით: ხარშვა, ორთქლზე მომზადება;
** სამუშაო დღის ბოლოს სამუშაო ადგილის დასუფთავება და მოწესრიგება;
** სამუშაო პროცესში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე office@mzamzareuli.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მხარშავი" ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე 599 99 55 89.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე