|
დასახელება:
გაყიდვების აგენტი
|
| მომწოდებელი:
ორორას გამოქვაბულის თავგადასავლები
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
ჩვენ შევქმენით ემოციური ინტელექტის განმავითარებელი უნიკალური სამაგიდო თამაში, რომელიც განკუთვნილია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და უკვე წარმატებით მუშაობს სხვადასხვა სკოლებში.
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების აგენტს, რომელიც:
** განახორციელებს სატელეფონო კომუნიკაციას სკოლებთან;
** დაგეგმავს და ჩაატარებს ფიზიკურ პრეზენტაციებს;
** დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს სასწავლო დაწესებულებებთან;
** ხელს შეუწყობს პროდუქტის გავრცელებას და გაყიდვებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება სასურველია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განათლებისა და ბავშვების განვითარების სფეროს მიმართ ინტერესი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და ღირებულ პროექტზე მუშაობას;
** მოქნილ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურებას გამომუშავებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV info@orora.ge
|
|
|
|