Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720387&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: The English Academy
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"The English Academy" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ცვლებში მუშაობა)

ძირითადი მოვალეობები:

** აკადემიის სტანდარტებისა და სამუშაო პროცესების მართვა/კოორდინაცია;
** ოფისის ყოველდღიური სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** სტუდენტებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაცია;
** პოტენციური მსმენელების გასაუბრება და ინფორმირება;
** CRM სისტემაში შემოსულ ლიდებზე დროული რეაგირება;
** Follow-up კომუნიკაციის წარმოება;
** ხელშეკრულებებისა და გადახდების მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი;
** აქტიურობა და ენერგიულობა;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV/რეზიუმე მისამართზე: theenglishacademy11@gmail.com. ელექტრონული ფოსტის Subject-ში გთხოვთ მიუთითოთ სასურველი პოზიცია: "ოფის მენეჯერი"

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია