Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720382&print=yes&view=jobs
 
მიმღები ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"Connect/ქონექთი" — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 140-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად ავითარებს პროდუქტებსა და მომსახურებას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

ჩვენი გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.

"Connect/ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისში სტუმრების პროფესიონალურ დახვედრას, კომფორტული გარემოს შექმნასა და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად მართვას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #8ა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 11:00 - 19:00 სთ
ანაზღაურება: 1800 ლარი (net)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შემოსული სტუმრების დახვედრა და ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარების მიღება და გადამისამართება;
** ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა;
** შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** კორესპონდენციისა და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა;
** საოფისე სივრცის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ხელმძღვანელის ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პოზიტიური და თავაზიანი დამოკიდებულება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტული და თანამედროვე სამუშაო გარემო;
** მეგობრული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული კულტურა;
** განვითარების შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 01 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია