Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720373&print=yes&view=jobs
 
რეგიონული მენეჯერის დამხმარე - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ნავთობკომპანია "ქონექთი" (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონული მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: რეგიონული მენეჯერის მხარდაჭერა სადგურების ყოველდღიური ოპერირების, მომსახურების ხარისხის, გაყიდვების, მარაგების, გუნდის და ანგარიშგების მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი (net);
** ადგილმდებარეობა: თელავი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საოპერაციო მართვა:

** რეგიონის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** სადგურების უწყვეტი 24/7 ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** მარაგების (საკანცელარიო, ტექნიკური, სამეურნეო) კონტროლი და შევსების დაგეგმვა;
** ტექნიკური, სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
** საწვავისა და ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია და შესაბამისი ანგარიშგება;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** სერვისის ხარისხისა და მომხმარებელთა მომსახურების მონიტორინგი;
** ვიდეო მონიტორინგის შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** ავტოგასამართი სადგურების პერიოდული ადგილზე შემოწმება (არაუგვიანეს ყოველ 10 დღეში ერთხელ);
** დეტალური წერილობითი ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის.

გუნდის მართვა:

** სადგურებში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, ხელმძღვანელობა და კონტროლი;
** დისციპლინარული ნორმების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
** მოტივაციის, როტაციის, დაწინაურებისა და დისციპლინარული ღონისძიებების მართვა;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის განვითარებასა და ტრენინგებში ჩართულობა;
** რთული და კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** მენეჯერებთან რეგულარული თათბირების დაგეგმვა და ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვების სფეროში ან ნავთობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული უნარები:

** გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 01 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია