Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720355&print=yes&view=jobs
 
მულტიმედიური პროექციის სისტემებისა და კონტენტის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მულტიმედიური პროექციის სისტემებისა და კონტენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მულტიმედიური პროექციის სისტემებისა და კონტენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ქალაქ ქუთაისში იხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს დახმარება იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად და ინოვაციურ ბიზნესად ჩამოყალიბებაში. ტექნოლოგიური ჰაბის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს ისეთი საინვესტიციო კაპიტალის შემოდინებას, რომელსაც შედეგად მოჰყვება მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა და არსებული ინოვაციური სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გაყვანა.

პროექტი გააძლიერებს ინოვაციურ ეკოსისტემას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს მაღალტექნოლოგიურ სფეროებში. ამასთან, ხელს შეუწყობს მოქალაქეების ტექნოლოგიური და ციფრული უნარების განვითარებას სასწავლო პროგრამების, სემინარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით (ICT, STEAM, მეწარმეობა).

ჰაბის ფარგლებში გაერთიანდება:

** ინტერაქციული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი;
** მრავალპროფილური ტექნოლოგიური ლაბორატორიები (NexTronics, FabLab, 3D პროტოტიპირების ლაბორატორია, ელექტრონიკა, რობოტიკა, დრონები, IoT, VR რეალობის სტუდია, STEAM LAB, AI მოწყობილობების ლაბორატორია და სხვ.);
** სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცეები;
** TUMO კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი.

პროექტი მიზნად ისახავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროფესიონალების აღზრდას.

ამ მიზნების განხორციელებისთვის სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს კვალიფიციური კადრების შესარჩევად.

ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი, მოქნილი სამუშაო გრაფიკით.

ძირითადი ოპერაციული მონიტორინგის პერიოდი განისაზღვრება საღამოს საათებში, დაახლოებით 18:00-23:00, დისტანციურად ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე. დღის საათებში სამუშაო მოიცავს კონტენტის მომზადებას/ადაპტაციას, გაშვების განრიგის მართვას, ტესტირებას, არქივის მოწესრიგებას და შიდა/გარე მხარეებთან კოორდინაციას.

გადაუდებელი ტექნიკური შეტყობინების ან სისტემური ხარვეზის შემთხვევაში, თანამშრომელი უზრუნველყოფს პირველადი დონის რეაგირებას, ინციდენტის დაფიქსირებას და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების/მომწოდებლების დროულ ინფორმირებას დადგენილი ესკალაციის წესის შესაბამისად.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული, პერიოდულად დისტანციურად, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში პერიოდულად ადგილზე ყოფნის ვალდებულებით (ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ფასადზე განთავსებული მულტიმედიური ეკრანის, 3D პროექციული და არქიტექტურული მედია განათების, საკონტროლო პროგრამული სისტემებისა და დაკავშირებული მულტიმედიური ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ოპერირება, სამუშაო სტატუსის შემოწმება და მონიტორინგი;
** ფასადის ჩვენების, განათების სცენარების, საკონტროლო ინტერფეისების, კავშირის და ძირითადი სამუშაო პარამეტრების კონტროლი;
** ფასადზე გასაშვები კონტენტის (ვიდეო, ანიმაცია, გრაფიკა, ტექსტური და სხვა მედია მასალა) დაგეგმვა, გაშვების კალენდრის/განრიგის შედგენა და მისი ყოველდღიური მართვა;
** ყოველდღიური, შაბათ-კვირის, სეზონური და სადღესასწაულო გაშვების განრიგის მართვა, შესაბამისი კონტენტის დროულად ჩართვისა და გამორთვის კონტროლი;
** მარტივი და საშუალო კომპლექსურობის ანიმაციური/motion გრაფიკის ტიპის კონტენტის შექმნა ფასადის მულტიმედიური და პროექციული სისტემისთვის, მათ შორის ტექსტური, ბრენდირებული, თემატური, ღონისძიებასთან ან თარიღთან დაკავშირებული მოკლე ვიზუალური მასალების მომზადება;
** კონტენტის ტექნიკური მომზადება სისტემაში განსათავსებლად - მათ შორის ფორმატის, რეზოლუციის, ხანგრძლივობის, frame rate-ის, codec-ის, naming convention-ის, ექსპორტის მოთხოვნებისა და სხვა ტექნიკური პარამეტრების შემოწმება/ადაპტაცია;
** გარე დიზაინერების, კონტრაქტორების ან სხვა მომწოდებლების მიერ მომზადებული კონტენტის ტექნიკური შემოწმება, სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების მოთხოვნების მომზადება;
** დამტკიცებული კონტენტის სისტემაში ატვირთვა, ტესტირება, გაშვება და კომპეტენციის ფარგლებში რედაქტირება/განახლება;
** ტექნიკური ხარვეზების, შეფერხებების ან არასტაბილური მუშაობის პირველადი იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაცია მის აღმოსაფხვრელად;
** სისტემასთან დაკავშირებულ ოპერაციულ და ტექნიკურ საკითხებზე კოორდინაცია სააგენტოს IT სპეციალისტთან, ელექტრიკოსთან, კონტრაქტორ კომპანიასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან;
** ფასადის სისტემაზე გასაშვები შინაარსის მართვა ჰაბის ღონისძიებების, სახელმწიფო/სადღესასწაულო თარიღების, თემატური კამპანიების, პროგრამებისა და სხვა აქტივობების შესაბამისად;
** მარკეტინგისა და კომუნიკაციის გუნდთან თანამშრომლობა კონტენტის დაგეგმვის, განახლებისა და ვიზუალური კომუნიკაციის მხარდაჭერის მიზნით;
** მედია ფაილების, სცენარების, ვერსიების, ტექნიკური შაბლონების, source/export ფაილების და სხვა დაკავშირებული მასალების ორგანიზებული არქივის წარმოება;
** სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული ჟურნალის/ლოგის წარმოება, დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების აღწერა, საჭირო ფოტო/ვიდეო მასალის მომზადება და შესაბამის ანგარიშგებაში მონაწილეობა;
** მომხმარებლის/სტუმრის ინტერაქტიური ფუნქციების არსებობის შემთხვევაში, მათი მუშაობის მონიტორინგი და შესაბამისი მხარდაჭერა ოპერაციულ დონეზე;
** საჭიროების შემთხვევაში, კონტენტის გაშვების, სისტემის გამოყენებისა და ოპერირების წესებთან დაკავშირებით შიდა მხარეების კონსულტირება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნიდან და საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმალური განათლება - ბაკალავრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ერთი ან რამდენიმე მიმართულებით.

მოთხოვნები:

** ანიმაციური / მოუშენ გრაფიკის ტიპის კონტენტის შექმნა ან ადაპტაცია;
** ვიდეო/გრაფიკული კონტენტის ტექნიკური მომზადება, პოსტ-პროდუქცია ან სისტემასთან თავსებად ფორმატში ექსპორტი;
** მულტიმედიური, აუდიო-ვიზუალური ან მედია სისტემების ოპერირება;
** მულტიმედიური, ვიდეო ან ანიმაციური კონტენტის ტექნიკური მართვა, სისტემაში განთავსება, ტესტირება ან განრიგით გაშვება;
** LED/მედია ეკრანებთან, ციფრული სიგნალიზაციის სისტემებთან, მედია სერვერებთან ან კონტენტის მართვის პლატფორმებთან მუშაობა;
** აუდიო-ვიზუალური სისტემების ოპერაციული მართვა;
** სასურველია გამოცდილება projection mapping-ის ან დიდი ფორმატის მულტიმედიური/პროექციული სისტემებისთვის კონტენტის მომზადების ან ოპერირების მიმართულებით.

დამატებითი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო/საკომუნიკაციო დონეზე;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამული ინტერფეისების გამოყენების უნარი;
** Adobe After Effects-ის ან სხვა მსგავსი motion graphics/ანიმაციის პროგრამის ცოდნა;
** Adobe Premiere Pro-ის, Photoshop-ის, Illustrator-ის ან მსგავსი ვიდეო/გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა;საბაზისო ცოდნა IP-ქსელების, მოწყობილობების კავშირის და online/offline სტატუსის შემოწმების შესახებ;
** ვიდეო, გრაფიკული და ანიმაციური ფაილების ფორმატირების, ექსპორტისა და ტექნიკური ადაპტაციის უნარი;
** ვიდეო ფაილების ძირითადი ტექნიკური პარამეტრების ცოდნა: resolution, aspect ratio, frame rate, codec, file format, export settings;
** IP-ქსელების საბაზისო ცოდნა და მოწყობილობების კავშირის/სტატუსის შემოწმების უნარი;
** სასურველია შემდეგი პროგრამების ცოდნა: TouchDesigner; Pharos Systems.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/FTFFq
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია