Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720321&print=yes&view=jobs
 
დეგუსტაციის მასპინძელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეგუსტაციის მასპინძელი
მომწოდებელი: Georgian Bar-Shop Reprua
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"Georgian Bar-Shop Reprua" აცხადებს ვაკანსიას დეგუსტაციის მასპინძლის პოზიციაზე.

ჩვენ ვქმნით ქართული ბარ-შოპების ქსელს, სივრცეებს სადაც გაერთიანებული იქნება ქართული ალკოჰოლური სასმელების შოპი და ბარი.

ჩვენი მიზანია ყველა განსაკუთრებული ხარისხის და ისტორიის ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს ერთ თაროზე მოვუყაროთ თავი. გავასინჯოთ და მოვუყვეთ მათ შესახებ სტუმრებს, შევქმნათ ახალი გამოცდილება და შთაბეჭდილებები ქართული ალკოჰოლის ბაზაზე მომზადებული კოქტეილებით.

პირველი ობიექტი მიმდინარე წლის მაისში ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე გაიხსნება, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სახლში, სადაც 1918-1974 წლებში რეჟისორი და არტისტი, ილია მიქელაძე ცხოვრობდა.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებულად აინტერესებთ ალკოჰოლური სასმელები, უნდათ რომ ბევრი რამ გაიგონ მათ შესახებ და რაც ყველაზე მთავარია ექნებათ ენთუზიაზმი, გააცნონ ისინი სტუმრებს.

დღეისათვის ქართული წარმოების მრავალი მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი არსებობს, რომელთა უნიკალური ისტორიების შესახებ ბევრმა არაფერი იცის, ჩვენი სურვილი კი ზუსტად ამის შეცვლაა და გვინდა ძალიან ბევრი ვესაუბროთ სტუმრებს ამ ისტორიების შესახებ.

ამასთან, ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც სტუმარი არასდროს იგრძნობს თავს კლიენტად, მასპინძელი კი მომსახურე პერსონალად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრული წესების და დოზირების შესაბამისად სტუმრებისთვის დეგუსტაციის ორგანიზება;
** სადეგუსტაციო სასმელების შესახებ წინასწარ განსაზღვრული ტექსტის საინტერესოდ წაკითხვა - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** შესაბამისი პროდუქციის და ჭურჭლის განსაზღვრული წესით ორგანიზება და შენახვა;
** პროგრამაში განსაზღვრული გატარებების სწორად და თანმიმდევრულად აღსრულება.

პირობები:

** სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში: 5 დღე
** სამუშაო საათები: 14:00 - 23:00
** ხელფასი: ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურებით + ყოველთვიური საბონუსო სისტემა.

თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ იმისათვის რომ ერთად შევქმნათ ჩაფიქრებული გარემო:

** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა, გამორჩეული ვერბალური და მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევები (ორივე ენაზე);
** სტუმართმოყვარეობა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობის ინტერესი, ენთუზიაზმი და ერთგვარი სამსახიობო ნიჭიც, ყოველთვის გამორჩეულად ითამაშო მასპინძლის როლი;
** განსაკუთრებულად ვაფასებთ იუმორის გრძნობას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის "გატეხვა", "გახსნა" და გაღიმება;
** პუნქტუალურობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ნამდვილად საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV (აუცილებლად ფოტოსურათით) თქვენთვის საინტერესო პოზიციაზე:

შენიშვნა: mail-ის Subject-ის ველში არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ თუ რომელ პოზიციაზე აგზავნით თქვენ რეზიუმეს, სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

Mail: welcometobarshop@gmail.com

პირველ რიგში მოხდება იმ კანდიდატების აპლიკაციების განხილვა, რომლებიც გამოგვიგზავნიან მოკლე ვიდეოს (1 წუთამდე ხანგრძლივობის), სადაც საკუთარი თავის შესახებ ინგლისურად და ქართულად მცირე ინფორმაციას მოგვაწვდიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია