|
დასახელება:
ალკოჰოლური სასმელების კონსულტანტი & მოლარე
|
| მომწოდებელი:
Georgian Bar-Shop Reprua
|
|
გამოქვეყნდა: 09 მაისი
/ ბოლო ვადა: 09 ივნისი
|
"Georgian Bar-Shop Reprua" აცხადებს ვაკანსიას ალკოჰოლური სასმელების კონსულტანტის & მოლარეს პოზიციაზე.
ჩვენ ვქმნით ქართული ბარ-შოპების ქსელს, სივრცეებს სადაც გაერთიანებული იქნება ქართული ალკოჰოლური სასმელების შოპი და ბარი.
ჩვენი მიზანია ყველა განსაკუთრებული ხარისხის და ისტორიის ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს ერთ თაროზე მოვუყაროთ თავი. გავასინჯოთ და მოვუყვეთ მათ შესახებ სტუმრებს, შევქმნათ ახალი გამოცდილება და შთაბეჭდილებები ქართული ალკოჰოლის ბაზაზე მომზადებული კოქტეილებით.
პირველი ობიექტი მიმდინარე წლის მაისში ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე გაიხსნება, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სახლში, სადაც 1918-1974 წლებში რეჟისორი და არტისტი, ილია მიქელაძე ცხოვრობდა.
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებულად აინტერესებთ ალკოჰოლური სასმელები, უნდათ რომ ბევრი რამ გაიგონ მათ შესახებ და რაც ყველაზე მთავარია ექნებათ ენთუზიაზმი, გააცნონ ისინი სტუმრებს.
დღეისათვის ქართული წარმოების მრავალი მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი არსებობს, რომელთა უნიკალური ისტორიების შესახებ ბევრმა არაფერი იცის, ჩვენი სურვილი კი ზუსტად ამის შეცვლაა და გვინდა ძალიან ბევრი ვესაუბროთ სტუმრებს ამ ისტორიების შესახებ.
ამასთან, ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც სტუმარი არასდროს იგრძნობს თავს კლიენტად, მასპინძელი კი მომსახურე პერსონალად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრებისთვის სასმელების შერჩევაში დახმარება და კონსულტირება;
** სასმელების შესახებ წინასწარ განსაზღვრული ტექსტის საინტერესოდ წაკითხვა - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** თაროებზე ფასმაჩვენებლების და საინფორმაციო მინი ბუკლეტების მუდმივად სწორი განთავსების ორგანიზება;
** თაროების და განთავსებული პროდუქციის სისუფთავესა და იერსახეზე ზრუნვა;
** პროგრამაში განსაზღვრული გატარებების სწორი და თანმიმდევრული აღსრულება;
** პროდუქციის მიღება, მუდმივი აღწერა, ნაშთების კონტროლი და სივრცეებში გადანაწილების სწორად ორგანიზება - შესაბამის პროგრამულ გადაწერასთან ერთად;
** ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი ფულის კონტროლი, ტერმინალების/სალარო აპარატების განსაზღვრული წესით გამოყენება. ფულადი ნაშთების აღრიცხვა/კონტროლი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური აღრიცხვების წარმოება.
პირობები:
** სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში: 6 დღე
** სამუშაო საათები:
პირველი ცვლა: 11:30 - 18:30 (პარასკევი, შაბათი 19:30);
მეორე ცვლა: 18:00 - 01:00 (პარასკევი, შაბათი 02:00).
** ხელფასი: ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურებით + ყოველთვიური საბონუსო სისტემა.
თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ იმისათვის რომ ერთად შევქმნათ ჩაფიქრებული გარემო:
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა და გამორჩეული ვერბალური უნარ-ჩვევები ორივე ენაზე;
** სტუმართმოყვარეობა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობის ინტერესი, ენთუზიაზმი და ერთგვარი სამსახიობო ნიჭიც, ყოველთვის გამორჩეულად ითამაშო მასპინძლის როლი;
** განსაკუთრებულად ვაფასებთ იუმორის გრძნობას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის "გატეხვა", "გახსნა" და გაღიმება;
** პუნქტუალურობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია.
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ნამდვილად საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV (აუცილებლად ფოტოსურათით) თქვენთვის საინტერესო პოზიციაზე.
Mail: welcometobarshop@gmail.com
შენიშვნა: mail-ის Subject-ის ველში არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ თუ რომელ პოზიციაზე აგზავნით თქვენ რეზიუმეს, სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
პირველ რიგში მოხდება იმ კანდიდატების აპლიკაციების განხილვა, რომლებიც გამოგვიგზავნიან მოკლე ვიდეოს (1 წუთამდე ხანგრძლივობის), სადაც საკუთარი თავის შესახებ ინგლისურად და ქართულად მცირე ინფორმაციას მოგვაწვდიან.
|
|
|
|