Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720303&print=yes&view=jobs
 
გზების მთავარი ინჟინერ-კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გზების მთავარი ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გზების მთავარი ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართო მასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზების და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

კომპანიას ესაჭიროება შიდა საპროექტო განყოფილებისთვის გზების მთავარი ინჟინერ-კონსტრუქტორი, რომელიც უზრუნველყოფს სრული საპროექტო დოკუმენტაციის (ნახაზები, ანგარიშები, სპეციფიკაციები) შექმნას ტექნიკური დავალების საფუძველზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საავტომობილო გზებისა და დამხმარე კონსტრუქციული ნაგებობების სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური გადაწყვეტების მომზადება.
** შიდა საპროექტო გუნდისა და გარე საინჟინრო კომპანიების საქმიანობების კოორდინაცია.
** პროექტირების სტანდარტებთან, დამკვეთის მოთხოვნებთან და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ნახაზების, ანგარიშების, ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება/შემოწმება.
** პროექტის მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვის შემოწმება.
** დამკვეთებთან, სახელმწიფო უწყებებთან და პროექტის სხვა მონაწილე მხარეებთან კოორდინაცია.

განათლება და კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის (მაგისტრის უპირატესია) ხარისხი სამშენებლო-საინჟინრო სფეროში.
** მინიმუმ 7-10 წლიანი გამოცდილება საპროექტო მიმართულებით.
** გზების პროექტირების სტანდარტებისა და საინჟინრო პროგრამების ცოდნა.
** საპროექტო გუნდის ხელმძღვანელობა პროექტების კოორდინაციის გამოცდილება.
** ძლიერი ტექნიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.

კომპიუტერული უნარები:

** AutoCAD Civil 3D - მაღალ დონეზე
** Openroad/MX road - მაღალ დონეზე
** Microsoft offices - გამოყენების დონეზე

ენები:

** ქართული ენა - თავისუფლად.
** ინგლისური ენა - უპირატესი იქნება.

პირადი უნარები:

** დეტალებისადმი ყურადღების უნარი
** ტექნიკური ნახაზების, ანგარიშებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმების უნარი.
** გუნდის მართვის უნარი
** ვადებში მუშაობის და ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** საშუალება იმუშაოთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
** ახალი ბიზნეს მიმართულების განვითარების შესაძლებლობა
** კონკურენტუნარიანი ხელფასი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გზების მთავარი ინჟინერ-კონსტრუქტორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია