|
დასახელება:
რკინაბეტონის კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
ბლექ სი გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას რკინაბეტონის კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
მდებარეობა: რეგიონებში
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანიის შესახებ
ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართო მასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზების და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე ვეძებთ რკინა-ბეტონის კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველს, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას საპროექტო ნახაზების, ტექნიკური სპეციფიკაციების, უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროექტის გრაფიკის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის სპეციფიკაციებისა და ნახაზების შესწავლა.
** რკინაბეტონის სამუშაოებისთვის ყოველდღიური სამშენებლო აქტივობების დაგეგმვა.
** საჭირო ადამიანური რესურსის, ტექნიკისა და ქვეკონტრაქტორების ორგანიზება და განაწილება სამუშაოების შესასრულებლად.
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობა, მათ შორის: ყალიბები, არმატურის მონტაჟი, ბეტონირება და მოვლის პროცესები.
** სამუშაოების შესრულების კონტროლი დამტკიცებული ნახაზების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
** მასალების შესყიდვის ორდერების მომზადება.
** ყოველდღიური პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება.
** მასალების სწორი გამოყენების უზრუნველყოფა, დანაკარგების შემცირება და ხარჯების კონტროლის მხარდაჭერა.
** უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების დაცვა ყველა სამშენებლო პროცესში.
** ხარისხის კონტროლის ინჟინერთან კოორდინაცია ინსპექციებისა და ხარისხის კონტროლის შემოწმებისთვის.
განათლება და კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო-საინჟინრო სფეროში
** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება რკინაბეტონის კონსტრუქციულ სამუშაოებში (საყრდენი კედლები, ხიმინჯები, ხიდის კონსტრუქცია, სადრენაჟო არხები).
** რკინაბეტონის სამუშაოების წარმოების მაღალი ცოდნა (ყალიბის, არმატურის მონტაჟის, ბეტონირების ტექნოლოგიები).
კომპიუტერული უნარები:
** Microsoft offices - გამოყენების დონეზე.
** AutoCAD - გამოყენების დონეზე.
ენები:
** ქართული ენა - თავისუფლად.
პირადი უნარები:
** დეტალებისადმი ყურადღების უნარი
** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდის და სამუშაოს კონტროლის უნარი
რას გთავაზობთ:
** საშუალება იმუშაოთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
** პროფესიული განვითარება წამყვან სამშენებლო კომპანიაში
** ხელფასი: 4600 ლარი ხელზე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "რკინაბეტონის კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|