Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720299&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Chirifruit
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
კომპანია "ჩირიფრუტი" წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც ქმნის პრემიუმ ხარისხის შოკოლადსა და შოკოლადში ამოვლებულ ხილეულს.

ამ ეტაპზე ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს პოზიციაზე:გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** გაყიდვების გუნდის მართვა, განვითარება და მოტივაცია
** გაყიდვების გეგმების დასახვა და შესრულების კონტროლი
** ახალი ბაზრების მოძიება და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობების გაღრმავება
** გაყიდვების პროცესის ანალიზი და ეფექტურობის გაუმჯობესება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში

გამოცდილება:

** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების გუნდის მართვაში

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულების უნარი
** ძლიერი ლიდერული და გუნდური მართვის უნარები
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის მაღალი დონე
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

ტექნიკური უნარები: Microsoft Office პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel, PowerPoint)

ენები:

** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური - კარგი (სასაუბრო და წერითი)
** რუსული - სასურველია

დამატებითი უპირატესობები:

** FMCG ან საკონდიტრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვების ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ახალი ბაზრების განვითარების გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და მზარდ გარემოში მუშაობას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით)

თუ გსურთ გახდეთ ჩირიფრუტის გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ კომპანიის ზრდაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: prchirifruit@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599730509 მარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია