Робота для біженців з України
ვიდეო კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს მარკეტინგის გუნდში ვიდეო კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე ვეძებთ.

სამუშაო პირობები, რომლებიც ჩვენთან დაგხვდება:

** ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის №1. საჭიროების შესაბამისად, ვიდეოების გადაღებისთვის, ვიზიტი თბილისის სხვადასხვა ფილიალში.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
** ანაზღაურების დიაპაზონი (კვალიფიკაციის შესაბამისად): 1500-1800 ლარი
** ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 (ერთი)

რას გვსურს ვიდეო კონტენტ კრეატორისგან?

** ვიდეო კონტენტის დაგეგმვა-გადაღება (ძირითადად რილები და მოკლე ვიდეოები);
** გადაღებული ვიდეოს დამუშავება - შესაბამისი ეფექტებითა და კორექციებით.
** ვიდეოსთვის სუბტიტრების/ტექსტების მომზადება და ვიზუალური გაფორმება;
** სოციალური პლატფორმების ტრენდების ცოდნა და სამუშაო პროცესში მათი გამოყენება;

ჩვენ გეძებთ შენ, თუ:

** გაქვს შესაბამისი გამოცდილება ვიდეო კონტენტის შექმნის მიმართულებით (განსაკუთრებით Reels-ები);
** შეგიძლია მიღებული დავალების შესაბამისად, დამოუკიდებლად დაგეგმო გადაღების პროცესი და იპოვო საუკეთესო კუთხეები კადრისთვის;
** ფლობ მონტაჟის პროგრამებს ისე, რომ კადრები საინტერესო ვიდეოდ აქციო;
** გესმის სოციალური მედიის ალგორითმები და იცი, როგორი ვიზუალი ხდება პოპულარული;
** გაქვს ხედვა და შეგიძლია 15-30 წამში "მოყვე" პროდუქტის შესახებ ამბავი;
** ხარ კომუნიკაბელური და გუნდური მოთამაშე;
** გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და იცავ ვადებს;

ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:

** რეზიუმეებისა და პორტფოლიოს გადარჩევა;
** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;

თუ საქმიანობა შენთვის საინტერესოა და ისურვებდი ჩვენ გუნდთან თანამშრომლობას და აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებსაც, გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე: HR@superstore.ge (სათაურის ველში მიუთითე: ვიდეო კონტენტ კრეატორი)

ნებისმიერი დამატებითი კითხვით ვაკანსიის შესახებ, მოგვწერე ან დაგვირეკე ნომერზე (577021010).

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, იმავე ან მსგავს თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით

მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე