Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"ორეი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი.
** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა- დატვირთვების კონტროლი.
** საწყობის მუშაობის კონტროლი.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
** პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი.
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქციის მიღებისას, ასევე გაცემისას.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა.
** პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მოთხოვნები:

** Excel მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა)
** მართვის მოწმობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე