Робота для біженців з України
საბაჟო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ANYWAY
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"ANYWAY" არის სწრაფად მზარდი ამანათების მიწოდების კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და გამჭვირვალე ლოჯისტიკურ სერვისებს საქართველოში, ჩინეთიდან შემოსულ გზავნილებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიმარტივე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და გუნდის თითოეული წევრის განვითარება.

ხელფასი: 2500 ლარი თვეში
სრული განაკვეთზე მუშაობა, ორშ-შაბათი

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო ტერმინალში ტვირთის/ამანათების გაფორმება და განბაჟების პროცესში ჩართვა
** საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება/ჩაბარება
** ტვირთის სკანერზე გატარება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროცედურების შესრულება
** ტვირთის მიღება-გამოტანა ტერმინალიდან
** კომუნიკაცია საბაჟო თანამშრომლებთან და კომპანიის დეკლარანტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

აუცილებელი უნარები:

** ყურადღება დეტალების მიმართ
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება

რას გთავაზობთ:

** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე: info@anyway.ge

"ANYWAY" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე