Робота для біженців з України
ლოჯისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: F.S. Mackenzie
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"F.S. Mackenzie" სათავეს იღებს 1950-იანი წლებიდან ინგლისში და დღეს წარმოადგენს საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას. კომპანიის წარმომადგენლობები მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას — ევროპიდან აზიამდე, პარტნიორული ქსელი კი მთელს მსოფლიოს, რაც უზრუნველყოფს საიმედო და ეფექტურ ლოგისტიკურ მომსახურებას საერთაშორისო დონეზე.
იხილეთ კომპანიის ვებგვერდი: www.fsmlogistics.com

საქართველოს წარმომადგენლობაში - "F.S. Mackenzie Georgia", ვეძებთ გამოცდილ ლოგისტიკის სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული სატრანსპორტო მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება;
** შეკვეთების პროგრამაში შეყვანა და აღრიცხვა;
** კომპანიის შიდა და პარტნიორულ ქსელთან ურთიერთობა და გადაზიდვების კოორდინაცია;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მიმდინარე სტატუსების განახლება;
** სატრანსპორტო, საბაჟო და კომერციული დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
** კლიენტებისგან მისაღები და აგენტებისთვის ჩასარიცხი თანხების მონიტორინგი;
** მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოგისტიკის და გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება. დამატებით, საჰაერო, სახმელეთო ან/და სარკინიგზო გადაზიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა აუცილებელია. სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი;
** პარალელური ამოცანების ეფექტურად მართვა;
** სამუშაოს დაგეგმვა და დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურად მუშაობა და კოორდინაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ კომპანიაში და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

თუ დაინტერესებული ხართ შემოგვიერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge. გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსია მეილის სათაურში.

სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის ახალი წევრი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე