Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრომექს+
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "პრომექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"პრომექს ჯორჯია" Group არის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და მომწოდებელი სხვადასხვა სამშენებლო აღჭურვილობისა და ინვენტარის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ვართ ამ კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნული პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე.

გაყიდვების გუნდში ვეძებთ თავის საქმეზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიით სავსე გუნდის წევრს. მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალი დონის გაყიდვების მენეჯერად.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
** დასაქმების ადგილმდებარეობა: გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლების მოძიება და მათთვის პროდუქტის შეთავაზება და პრეზენტაცია;
** არსებული კლიენტების ბაზის მართვა და მათთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა და დროის სწორი მენეჯმენტი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე