Робота для біженців з України
დამწყები გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Welt
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
კომპანია "Welt" არის მაღალი ხარისხის MEP მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. წლების განმავლობაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და საიმედო გუნდით, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც კომპანიების, ისე კერძო სექტორის მომარაგებას მრავალფეროვანი MEP მასალებით.

ჩვენი ვებსაიტი - https://welt.ge/

"ველტი" ახორციელებს ელექტრო, მექანიკური, წყალგაყვანილობისა და სახანძრო სისტემების პრემიუმ პროდუქციის იმპორტს და ამარაგებს უკვე 100-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს.

კომპანია "Welt" აცხადებს ვაკანსიას დამწყები გაყიდვების სპეციალისტის (Junior Sales Specialist) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1;
** ანაზღაურება: 1200-1500 ფიქსირებული, ბონუს სისტემა;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა და ურთიერთობების განვითარება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებული კლიენტების მხარდაჭერა;
** გაყიდვების პროცესის კოორდინაცია და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ბაზრის კვლევა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** CRM პროგრამაში მუშაობა და მონაცემების განახლება;
** KPI მაჩვენებლების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან გაყიდვების მიმართულებით)
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად

პროფესიული უნარები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
** თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე