Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720057&print=yes&view=jobs
 
პროდუქტის მფლობელი - MyAuto
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მფლობელი - MyAuto
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას Myauto-ს გუნდში პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშ. - პარ., 10:00-19:00.

შენი როლი თინეთში:

** Myauto-ს პროდუქტის სტრატეგიის/მიზნების განსაზღვრა (1-წლიანი ან გრძელვადიანი ჭრილში) და მისი ეტაპობრივი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე, კონკრეტული და გაზომვადი მიზნების ჩამოყალიბება, რაც პროექტის ფარგლებში უნდა იქნას მიღწეული;
** პროდუქტების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და დამტკიცებული მიზნების ეფექტურად განხორციელება;
** პრიორიტეტული დავალებების ჩამოყალიბება/განსაზღვრა;
** Backlog management, iteration planning, user stories-ის განვითარების უზრუნველყოფა;
** პროდუქტთან დაკავშირებული რეპორტინგი სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან, ბაზრისა და კონკურენტი კომპანიების რეგულარული კვლევა/ანალიზი;
** პროდუქტის შესახებ (ახალ ფუნქციონალზე ან ნებისმიერი სხვა ტიპის მოდიფიკაციაზე) დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება;
** ახალი ინოვაციური პროდუქტების/მახასიათებლებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა;
** კოორდინაციის გაწევა და გუნდში არსებული სხვადასხვა რგოლებს შორის სწორი კომუნიკაციისა და პროექტის ეფექტურად მართვის ხელშეწყობა.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** გაქვს ავტოინდუსტრიის მიმართ ინტერესი და ამ სფეროს სიღრმისეული ცოდნა;
** გაქვს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაქვს უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მენეჯმენტის ან/და მომიჯნავე სფეროში);
** იცი ინგლისური ენა B2 დონეზე;
** გაქვს Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს JIRA-ში მუშაობის გამოცდილება.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარებისა და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას, გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ, მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

ამისთვის მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;

რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია