Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720020&print=yes&view=jobs
 
სკოლის მარკეტინგისა და რეგისტრაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის მარკეტინგისა და რეგისტრაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში" ვაკანსიას აცხადებს შემდეგ პოზიციაზე:

1. სკოლის მარკეტინგისა და მოსწავლეთა რეგისტრაციების მენეჯერი

ზემოთ მითითებული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებმა, 06.05.2026-დან 31.05.2025 წლამდე, უნდა გააგზავნონ განაცხადი დეტალური CV-ითა და შესაბამისი დოკუმენტაციით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ge.maarifschools.org

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოსწავლეთა მიღების პროცესის წარმართვაზე, მშობლებთან ეფექტიან კომუნიკაციაზე და სკოლის ცნობადობის გაზრდაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებულ მშობლებთან კომუნიკაცია და სკოლის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდება;
** მოსწავლეთა მიღებისა და ჩარიცხვის პროცესის კოორდინაცია;
** განაცხადების, რეგისტრაციისა და ჩარიცხვის მონაცემთა ბაზის განახლება;
** სწავლის საფასურის გაანგარიშებისა და ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** გადახდის სტატუსის მონიტორინგი და ბუღალტერიასთან კოორდინირებული მუშაობა;
** კამპუსის ტურების, საინფორმაციო შეხვედრებისა და სარეკლამო ღონისძიებების ორგანიზება;
** ახალი მოსწავლეების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ჩარიცხვის ტენდენციების ანალიზი და მიღების პროცესის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** აკადემიურ და ადმინისტრაციულ გუნდთან თანამშრომლობა მშობლებისა და მოსწავლეებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** სასკოლო, გაყიდვების, მომხმარებელთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარები;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მოქნილობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას;
მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. დიპლომის ასლი
2. რეზიუმე ფოტოთი (CV როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად)
3. პროფესიული სერტიფიკატი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი იყოფა სამ ეტაპად:

I ეტაპი - CV-ის გადარჩევა
II ეტაპი - წინასწარი შეფასების კითხვარის შევსება
III ეტაპი - გასაუბრება

შენიშვნა:

1. განაცხადი იგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
2. კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს ან სრულად არ აქვთ წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, ვერ მიიღებენ უფლებას, გადავიდნენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
3. შერჩეული კანდიდატების გამოძახება და მათთვის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ელექტრონული ფოსტით ან SMS-ით, შესაბამისად, კანდიდატის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი სწორად უნდა იყოს მითითებული. სკოლა არ იქნება პასუხისმგებელი არასწორ ინფორმაციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია