Робота для біженців з України
სტიუარდი - BRØD
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი - BRØD
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

რესტორანი BRØD-ის გუნდში ვეძებთ სტიუარდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: თვიური საშუალო 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს სივრცეების, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** ტექნიკის, აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა
** სამრეცხაოს ტექნიკასთან მუშაობა და მისი გამართული ფუნქციონირების კონტროლი
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** ეფექტური თანამშრომლობა სამზარეულოს გუნდის სხვა წევრებთან, მათი დახმარება და ხელშეწყობა სამუშაო პროცესში, საჭიროებისამებრ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პასუხისმგებლიანობა
** გუნდურობა
** დისციპლინურობა
** კარგი საკომუნიკაციო უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com (და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 599305580.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე