Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=720013&print=yes&view=jobs
 
პროდუქტის განვითარების და მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის განვითარების და მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კერძო საწარმოო კომპანია
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
კერძო საწარმოო კომპანია ეძებს პროდუქტის განვითარების და მარკეტინგის სპეციალისტს. 



სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:00 (დღეში 1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

ბენეფიტები:


** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.



ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პროდუქტის ვიზუალური კონცეფციისა და შეფუთვის დიზაინის შექმნა/კოორდინაცია;
** დიზაინერის საქმიანობის კოორდინაცია;
** პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა წარმოების შესაძლებლობებთან შესაბამისობაში;
** შეფუთვის მასალების მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების მოძიება/შეთანხმება;
** შეფუთვისა და დიზაინის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან;
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** საექსპორტო კლიენტებთან კომუნიკაცია და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
** პროდუქტისა და შეფუთვის სპეციფიკაციების მორგება კლიენტის მოთხოვნებზე;
** სარეკლამო მასალების მომზადება და კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულება)
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ტიპოგრაფიებთან/საბეჭდ საწარმოებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გამოცდილება;
** გამოცდილება პროდუქტის განვითარებასა ან ბრენდ მენეჯმენტში
** დიზაინის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office-ის კარგი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (საექსპორტო კომუნიკაციისთვის)




პიროვნული უნარ-ჩვევები:



** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;

** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა;

** სტრესულ ვითარებაში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;


** კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — პროდუქტის განვითარების და მარკეტინგის სპეციალისტი.

თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია