|
დასახელება:
იურისტის ასისტენტი/თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ადამიანს იურისტის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც იქნება გუნდის წევრი და უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივ მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
** უფროსი იურისტის დახმარება;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** კომპანიის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარმოება;
** შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების შედგენა;
** წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** უმაღლესი იურიდიული განათლება (მათ შორის იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word; excel);
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიაში საქმისაწარმოების გამოცდილება;
** სასურველი ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (თავისუფალი კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი მიმოწერის წარმოება).
პიროვნული თვისებები:
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
** ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 19:00
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან, შეთანხმებით კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** სამუშაო ადგილი: თბილისი/საბურთალო
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით და ასაკის მითითებით) ელ-ფოსტაზე llcstandard73@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|