|
დასახელება:
სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ენმედიცი
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. N3 (სამასი არაგველების მეტროს მიმდებარედ)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში არსებული სამედიცინო აპარატურის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** აპარატურის დიაგნოსტიკა, ტექნიკური შემოწმება და მცირე ხარვეზების აღმოფხვრა;
** გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** აპარატურის ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@enmedic.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "სამედიცინო აპარატურის ინჟინერი"
შემოგვიერთდით ენმედიცის გუნდში.
კლინიკა ენმედიცი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|