Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719960&print=yes&view=jobs
 
ქედა-ჩოხატაურის საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელი - ჩოხატაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქედა-ჩოხატაურის საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნენა
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის, შვილობილი კომპანია შპს "გურული ნენა" აცხადებს ვაკანსიას ქედა-ჩოხატაურის საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მდებარეობა: ჩოხატაური; (სავალდებულო მივლინებები ქედას საწარმოებში)
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული;

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება საწარმოს სრული ოპერაციული მართვის, ეფექტურობის ზრდისა და სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები

** საწარმოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** სეზონების მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე;
** წარმოების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და ოპტიმიზაცია;
** თანამშრომელთა მართვა, განვითარება და შეფასება;
** წარმოების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მონიტორინგი;
** ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში)
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების ან ოპერაციების მართვაში
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური სამუშაო გარემო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ. ფოსტაზე: oldkakheti@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქედა-ჩოხატაურის საწარმოს საოპერაციო ხელმძღვანელი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია