Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719956&print=yes&view=jobs
 
ვორქშოპ ლიდერი კინოგადაღების მიმართულებით - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვორქშოპ ლიდერი კინოგადაღების მიმართულებით
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას "ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის" ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.

"ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი" ეძებს გამოცდილ კინოს სპეციალისტს (Filmmaking), რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის კინოგადაღების ვორქშოპებს.

პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ კინოს სფერო.

პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (კინოგადაღების მიმართულებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:

** კინოგადაღების მიმართულებით ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება;
** თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება;
** თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით;
** თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა;
** TUMO-ს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი კინემატოგრაფიის, მედია ხელოვნების, ვიდეოპროდაქშენის, კომუნიკაციის ან დაკავშირებულ სფეროში.

სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3-წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება კინოგადაღების ან ვიდეოპროდაქშენის მიმართულები ან/და აღნიშნული მიმართულებით სწავლების გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** Adobe Premiere-ის სრულყოფილად ცოდნა;
** პროფესიონალურ ვიდეო/ფილმის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, კომერციული ან სარეკლამო კონტენტი);
** კინოპროდუქციის სრული ციკლის (pre-production, production, post-production) სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** კამერის, განათებისა და ხმის ტექნიკასთან პროფესიონალურ დონეზე მუშაობის გამოცდილება;
ვიდეომონტაჟის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიური სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი;
** გუნდის მოტივაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი;
** ლიდერული და მენეჯერული უნარები.

გთხოვთ, ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში, განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/FpNhH
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია