|
დასახელება:
გერმანული ენის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში" აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე (ნახევარი განაკვეთი პირველ წელს, სრული განაკვეთის პერსპექტივით მომდევნო წლიდან).
ამერიკული აკადემია ეძებს კვალიფიციურ, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ გერმანული ენის მასწავლებელს, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება მოტივირებულ და ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობას.
იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს სურვილი დაეხმაროს მოსწავლეებს აკადემიური პროგრესის მიღწევაში და რეგულარულად ეურთიერთოს მშობლებს.
კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს სურვილი მონაწილეობა მიიღოს სასკოლო კლასგარეშე აქტივობებში.
მასწავლებლის კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლების დიპლომი გერმანულ ენაში;
** ჰქონდეს მასწავლებლობის დიდი ინტერესი და სურვილი;
** ჰქონდეს კარგი ორგანიზაციული, დროის ეფექტურად განაწილებისა და კომუნიკაციის უნარები, მოთმინება და ფიზიკური გამძლეობა;
** მინიმუმ სამწლიანი გერმანული ენის სწავლების გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ
** რეზიუმე (გერმანულ ენაზე)
** სამოტივაციო წერილი (გერმანულ ენაზე)
** უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი
** ორი სარეკომენდაციო წერილი (დამსაქმებლის, ლექტორის, ან სხვა ნებისმიერი ხელმძღვანელის)
გთხოვთ, აღნიშნული საბუთები გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე tguniava@aat.ge (ვაკანსიის მითითებით საგნის ველში) არაუგვიანეს 2026 წლის 17 მაისისა.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ჩაბარებული საბუთები აპლიკანტებს არ დაუბრუნდებათ.
|
|
|
|