Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719937&print=yes&view=jobs
 
იურისტის თანაშემწე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის (შრომითი ურთიერთობების მიმართულებით) პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შრომითი ურთიერთობების, თანამშრომელთა დოკუმენტაციისა და შიდა იურიდიული პროცესების ადმინისტრირებაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება და ადმინისტრირება

** თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა კომპანიის შაბლონების მიხედვით
** საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, შეგროვება და სისრულის კონტროლი
** დოკუმენტაციის თანამშრომლებისთვის გაცნობა და ხელმოწერების ორგანიზება
** დოკუმენტაციის დასკანერება, დაბაინდერება და არქივის მოწესრიგება
** პირადი საქმეების ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით ფორმირება და კონტროლი

შრომითი დოკუმენტაციის მომზადება და განახლება

** შრომითი ხელშეკრულებების, ცვლილებებისა და გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადება
** ბრძანებების, განცხადებებისა და სხვა შიდა დოკუმენტაციის გაფორმება
** ახალი პოზიციებისთვის უფლება-მოვალეობებისა და სამუშაო აღწერილობების შედგენა
** არსებული დოკუმენტაციის განახლება და კორექტირება
** ხელშეკრულებების ვადებისა და მიმდინარე დოკუმენტაციის კონტროლი
მომსახურების, საიჯარო და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა
** შაბლონების საფუძველზე მომსახურების ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების გაფორმება
** საიჯარო ხელშეკრულებების ადმინისტრირება და ვადების კონტროლი
** სახელფასო სისტემებთან, ბონუსებთან და პრემიებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** კრებების ოქმების შედგენა და დოკუმენტირება
** საჯარო რეესტრიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** სასურველია შრომითი სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა და დოკუმენტაციასთან მუშაობის მაღალი სიზუსტე
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი

საკონტაქტო მეილი: hr@maxima.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია