Робота для біженців з України
პრისელერი, მძღოლ-ექსპედიტორი - თბილისი, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი, მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ზედაზენი 2012
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1) პრესელერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში და არსებულ ობიექტებში ვიზიტები, შეკვეთების მიღება და გადაგზავნა;
** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
** გაყიდვების და მოგების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება ადგილზე;
** ქსელში ინვენტარის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
** დავალიანების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა.

დამატებითი მოთხოვნა: საკუთარი ავტომანქანა

2) მძღოლ-ექსპედიტორი

სამუშაო ადგილი: თბილისი-საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში პროდუქციის დროული მიწოდება;
** ქსელიდან თანხის გამოტანა და ბანკში შეტანა, ოპერატორებთან შესაბამისი საბუთების ჩაბარება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება;
** ავტო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაადგილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** სატვირთო მანქანის გამართულობის კონტროლი და საჭიროებისას ავტოპარკის პასუხისმგებელ პირთან სწრაფი კომუნიკაცია;
** სატვირთო მანქანის ჰიგიენის დაცვა;
** მომარაგების დოკუმენტაციის დამუშავება;
** მომარაგებისას დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ჩაბარებული საქონლის დადასტურება;
** ქსელიდან მობრუნებული პროდუქციის შედარება სასაქონლო ზედნადებთან;
** ქსელიდან მობრუნებული პროდუქციის კონტროლი და ჩაბარება საწყობში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა C კატეგორია
** სადისტრიბუციო სისტემის/ქსელის ცოდნა.
** დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და დაკვირვებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე