"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: პროდუქტის მფლობელი (API Banking)
სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
ძირითადი ფუნქციები:
1. API Banking პროდუქტის ხედვისა და როუდმეპის მართვა
** ბანკის კლიენტებისთვის (იურიდიული პირები) და პარტნიორებისთვის API-ზე დაფუძნებული საბანკო სერვისების / პროდუქტების საერთო ხედვის (product vision) ჩამოყალიბება.
** ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების, კლიენტების და პარტნიორების საჭიროებების, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და რეგულაციური მოთხოვნების გათვალისწინებით პროდუქტის როუდმეპის შემუშავება და განახლება.
** კლიენტებისა და პარტნიორების ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და სტანდარტიზებულ, მრავალჯერადად გამოყენებად პლატფორმულ შესაძლებლობებს შორის სწორი ბალანსისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
** პროდუქტის წარმატების მეტრიკების განსაზღვრა, მათ შორის: კლიენტის / პარტნიორის ინტეგრაციის დრო, API გამოყენება, ტრანზაქციების მოცულობა, შემოსავალი, ინციდენტები, SLA.
** როუდმეპის, პროგრესის, რისკებისა და განვითარების გეგმის რეგულარული გაზიარება მენეჯმენტთან, ტექნიკურ გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
** ბექლოგის მუდმივი განახლება კლიენტების / პარტნიორების უკუკავშირის, ტექნიკური შეზღუდვების, რეგულაციური მოთხოვნებისა და ბიზნეს პრიორიტეტების გათვალისწინებით.
2. პროდუქტის კონცეფციის გარდაქმნა API განვითარების და დანერგვის გეგმად
** ბიზნეს და ტექნიკური მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება პარტნიორებთან, იურიდიულ პირ კლიენტებთან და შიდა სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობით.
** კლიენტის / პარტნიორის ბიზნეს მოდელის, საოპერაციო პროცესების, მონაცემთა ნაკადების, API flow-ების და სისტემურ დამოკიდებულებათა ანალიზი.
** პროდუქტის MVP-ს განსაზღვრა.
** მზადყოფნის კრიტერიუმების (definition of ready), დასრულების კრიტერიუმების (definition of done) და ჩაბარების კრიტერიუმების (acceptance criteria) განსაზღვრა და შეთანხმება სტეიკჰოლდერებთან და ტექნიკურ გუნდთან.
** API დოკუმენტაციის შემუშავების, sandbox/test გარემოს გამართვის, ინტეგრაციული ტესტირების, საბოლოო ტესტირების (user acceptance testing) და პილოტური გაშვების კოორდინაცია.
** რელიზის დაგეგმვის ინიცირება და კოორდინაცია ტექნიკურ გუნდთან, კლიენტებთან / პარტნიორებთან და შესაბამის შიდა ფუნქციებთან.
3. მომხმარებელზე ორიენტირება
** API საბანკო სერვისების, ღია ბანკინგის, პარტნიორული ინტეგრაციების და B2B საბანკო პროდუქტების ბაზრის ტენდენციების მუდმივი ანალიზი.
** კლიენტებისა და პარტნიორების საჭიროებების და ბიზნეს მოდელების შესწავლა და ანალიზი.
** კლიენტების, პარტნიორების და საბოლოო მომხმარებლების (end user) ტკივილის წერტილების იდენტიფიცირება KYB/onboarding-ის, რეპორტინგის, რეკონსილიაციის, მხარდაჭერის და ინტეგრაციის პროცესებში.
** პროდუქტის შედეგების რეგულარული მონიტორინგი.
** პროდუქტის შესაძლებლობების, შეზღუდვების და განვითარების მიმართულებების გაზიარება შიდა გუნდებთან.
4. კლიენტებთან, პარტნიორებთან, გარე მხარეებთან და კომერციულ გუნდთან თანამშრომლობა
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან შეხვედრებში მონაწილეობა მათი საჭიროებების, ტექნიკური შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესაფასებლად.
** კომერციული გუნდის მხარდაჭერა პროდუქტის შესაძლებლობების ახსნაში, დემო შეხვედრებში, გადაწყვეტის მოდელის ჩამოყალიბებასა და შეთავაზებების მომზადებაში.
** პროდუქტის კომერციული მოდელის, პოტენციური შემოსავლისა და დანერგვის ხარჯების შეფასებაში მონაწილეობა.
** ვენდორებთან, ტექნოლოგიურ პარტნიორებთან, მარეგულირებელთან და სხვა გარე მხარეებთან კოორდინაცია პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
5. პროდუქტის დანერგვაში ჩართული გუნდების კოორდინაცია
** ახალი პროდუქტის ან არსებულ პროდუქტში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება ბიზნესის განვითარების, იურიდიული, კომპლაიანსის, AML-ის, რისკების მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების, ფინანსების, საოპერაციო და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდებთან.
** პროდუქტის დიზაინში რეგულაციური, AML/KYB, უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვის, წვდომების მართვის და საოპერაციო რისკების მოთხოვნების გათვალისწინება.
** დეველოპერების, QA-ს, ბიზნეს ანალიტიკოსების გუნდების მხარდაჭერა მოთხოვნების დაზუსტებაში, დაბრკოლებების დროულად აღმოფხვრაში.
** პარტნიორის onboarding-ის, მხარდაჭერის მოდელის, ინციდენტების მართვის, SLA-ს, რეკონსილიაციის, რეპორტინგის, და ბექ-ოფის პროცესების შემუშავების უზრუნველყოფა.
** შიდა პროცედურების, სასწავლო მასალების, მხარდაჭერის სცენარების, API guide-ების და ინსტრუქციების შემუშავების კოორდინაცია.
** გუნდებსა და სტეიკჰოლდერებს შორის კომუნიკაციის მართვა, გადაწყვეტილებების დოკუმენტირება და პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილება.
ცოდნა და გამოცდილება:
** სასურველი სამუშაო გამოცდილება - API-ზე დაფუძნებული ფინანსური სერვისების ან ღია ბანკინგის განვითარების მიმართულებით.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე.
** კომერციული ხედვა - პროდუქტის მომგებიანობის, რისკებისა და მასშტაბირების შესაძლებლობის შეფასება.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი.
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია.
** მოლაპარაკებების ძლიერი უნარები
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი, 2026.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: პროდუქტის მფლობელი (API Banking)
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|