Робота для біженців з України
საკრედიტო რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: საკრედიტო რისკების ოფიცერი

სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.

ძირითადი ფუნქციები:

** საკრედიტო განაცხადების ანალიზი და შეფასება;
** კლიენტის ფინანსური დოკუმენტაციის (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი ნაკადები) დეტალური ანალიზი;
** კლიენტის გადახდისუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის შეფასება;
** საკრედიტო ისტორიის გადამოწმება;
** უზრუნველყოფაში შემოთავაზებული ქონების შეფასების აქტის კორექტულობის ანალიზი;
** რისკების მართვა და გადაწყვეტილების მიღება;
** სესხის გაცემასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და რისკ-რეიტინგის შეფასება;
** საკრედიტო კომიტეტისთვის დასკვნების მომზადება და რეკომენდაციების წარდგენა, მათ შორის საკუთარი მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება/დასაბუთება;
** რისკის შემცირების მიზნით სესხის სტრუქტურის ოპტიმიზაციის ან სხვა ღონისძიებების შეთავაზება;
** არსებული საკრედიტო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი პრობლემური სესხების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად;
** საქართველოს ეროვნული ბანკის საკრედიტო რისკის მართვის წესებისა და შიდა პოლიტიკის შესრულების კონტროლი;
** პერიოდული რეპორტების მომზადება პორტფელის ხარისხის შესახებ.

ცოდნა და გამოცდილება:

** მინ. ორ წლიანი გამოცდილება საკრედიტო რისკის ოფიცრის პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნესის ან მომიჯნავე სფეროში, ზუსტ მეცნიერებებში ჩაითვლება უპირატესობად);
** კარგი სასაუბრო და წერითი უნარები ქართულ ენაზე (ინგლისური და/ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი.
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია.
** მოლაპარაკებების ძლიერი უნარები.
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი, 2026.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: საკრედიტო რისკების ოფიცერი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე