|
დასახელება:
პროდუქტის მფლობელი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: პროდუქტის მფლობელი
სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
ძირითადი ფუნქციები:
1. პროდუქტის ხედვისა და როუდმაპის მართვა
** სტეიკჰოლდერებთან რეგულარული თანამშრომლობით პროდუქტის საერთო ხედვის (product vision) ჩამოყალიბება.
** ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების, პროდუქტის საერთო ხედვისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით როუდმაპის შემუშავება და განახლება.
** როუდმაპის, პროგრესის და განვითარების გეგმის რეგულარული გაზიარება სტეიქჰოლდერებთან და შიდა დაინტერესებულ მხარეებთან.
2. პროდუქტის ხედვის და კონცეფციის გარდაქმნა პროდუქტის განვითარების და დანერგვის გეგმად
** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება.
** პროდუქტის თანმდევი ბიზნეს პროცესების ანალიზი, დიაგრამების შექმნა, არაეფექტურობისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** მომხმარებლისთვის ღირებულების უზრუნველსაყოფად საჭირო პროდუქტის უმცირესი ვერსიის (MVP) განსაზღვრა.
** განსაზღვრულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით პროდუქტის ბექლოგის ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკების და user story-ების შემუშავება, პროდუქტის ვიზუალური პროტოტიპების შემუშავების უზრუნველყოფა.
** ეპიკების და user story-ების ჭრილში ჩაბარების კრიტერიუმების (acceptance criteria), მზადყოფნის კრიტერიუმების (definition of ready) და დასრულების კრიტერიუმები (definition of done) ჩამოყალიბება.
** საბოლოო ტესტირების (user acceptance testing) ჩატარება სტეიკჰოლდერების საჭიროებებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის ინიცირება და სტეიქჰოლდერებისთვის შესრულებული ამოცანების მიმოხილვის ორგანიზება.
** რელიზის დაგეგმვის ინიცირება და კოორდინაცია ტექნიკურ გუნდთან.
** ბექლოგის მუდმივი განახლება სტეიკჰოლდერებთან და ტექნიკურ გუნდთან კოორდინაციით.
3. მომხმარებელზე ორიენტირება
** პროდუქტის წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა - მეტრიკების იდენტიფიცირება და ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის წარმატებას და მომხმარებლის კმაყოფილების ზრდას.
** მომხმარებლის საჭიროებების და ქცევების მუდმივი შესწავლა. მომხმარებლის ტკივილის წერტილების (pain points) იდენტიფიკაცია და მომხმარებლის მთლიანი ციკლის (user / customer journey) გაუმჯობესების იდეების შემუშავება.
** ბაზრის ტენდენციების და ახალი ტექნოლოგიების მუდმივი კვლევა, კონკურენტების ანალიზი და ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზება.
** პროდუქტის შედეგების რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი.
** პროდუქტის ელჩის როლის შესრულება როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტორიებთან. ცოდნის გაზიარება და შეკითხვებზე ოპერატიული პასუხი.
** პროდუქტზე ინიციატივების დაგეგმვა და მათი ვალიდაცია პროტოტიპების, ტესტირებების და პილოტური გაშვებების გზით.
4. მესამე / გარე მხარეებთან ურთიერთობა
** საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან კოორდინაცია.
** ახალი / რედიზაინირებული პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისად, ყველა მიზნობრივ შიდა და გარე მარეგულირებელთან კოორდინაცია.
** ვენდორებთან / მესამე მხარის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დამყარება და მართვა.
5. პროდუქტის დანერგვაში ჩართული გუნდების კოორდინაცია
** ახალი პროდუქტის და არსებულ პროდუქტში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება ბიზნესის განვითარების, რისკების მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების, AML, მომხმარებელთა მხარდაჭერის და იურიდიულ დეპარტამენტებთან.
** რეგულაციური მოთხოვნების, უსაფრთხოების სტანდარტების და ოპერაციული საჭიროებების გათვალისწინება პროდუქტის დიზაინში.
** დეველოპერების გუნდის მხარდაჭერა და პროდუქტის განვითარების პროცესში დაფიქსირებული დაბრკოლებების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
** ახალი და არსებული პროდუქტის პროცედურების შემუშავების უზრუნველყოფა.
** პროდუქტის დანერგვის პროცესში მომხმარებელთა მხარდაჭერის, მარკეტინგის და ოპერაციების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა და პროდუქტის გაშვების პროცესის კოორდინაცია.
** შიდა სასწავლო მასალების და მხარდაჭერის პროცესის შემუშავების უზრუნველყოფა.
** გუნდებსა და სტეიკჰოლდერებს შორის კომუნიკაციის მართვა და კოორდინაცია.
ცოდნა და გამოცდილება:
** მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე (სასურველია საბანკო სექტორში);
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან მომიჯნავე სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება შემდეგ ხელსაწყოებთან: Jira, Confluence, Figma;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი, 2026.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: პროდუქტის მფლობელი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|