Робота для біженців з України
ტესტის ავტომატიზაციის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტესტის ავტომატიზაციის ინჟინერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ტესტის ავტომატიზაციის ინჟინერი

სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.

ძირითადი ფუნქციები:

** პროცესების ოპტიმიზაცია: სამუშაო ნაკადის ეფექტური მართვა მაღალი ხარისხის პროდუქტის დროული მიწოდებისა და მაქსიმალური პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად.
** მოთხოვნების ანალიზი: პროდუქტის ხედვის, ფუნქციონალური სპეციფიკაციებისა და მომხმარებლის ისტორიების (User Stories) სიღრმისეული შესწავლა ტესტირების სტრატეგიის დასაგეგმად.
** ავტომატიზაციის ინჟინერია: API და მობაილ აპლიკაციებისთვის ავტომატიზებული ტესტ-სკრიპტების დაპროექტება, იმპლემენტაცია და მუდმივი განახლება.
** ტესტ-სუიტების ევოლუცია: ავტომატური ტესტ-ქეისების უწყვეტი მხარდაჭერა და ოპტიმიზაცია პროდუქტის განვითარების (Development) პარალელურად.
** ხარისხის კონტროლი და ანალიტიკა: ტესტირების შედეგების დეტალური ანალიზი, დეფექტების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მონიტორინგი.
** CI/CD ინტეგრაცია: DevOps გუნდთან პარტნიორობა ავტომატიზებული ტესტების CI/CD პაიპლაინში ინტეგრირებისა და მიწოდების პროცესის სრულყოფის მიზნით.

გამოცდილება:

** გამოცდილება მობაილ ტესტირებაში;
** გამოცდილება API ტესტირებაში
** გამოცდილება MS SQL-ში;
** გამოცდილება Java _ში;
** გამოცდილება და გაგება CI/CD პროცესებისა და DevOps პრაქტიკების შესახებ;
** გამოცდილება შემდეგი ფრეიმვორკებით: Selenium WebDriver, Rest Assured, Appium;
** ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება: GIT" Jira;
** ტესტირების მეთოდოლოგიებისა, ტესტ-ავტომატიზაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პრინციპების ცოდნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება მობაილ ტესტირებაში;
** გამოცდილება API ტესტირებაში;
** გამოცდილება MS SQL-ში;
** გამოცდილება Java -ში;
** გამოცდილება და გაგება CI/CD პროცესებისა და DevOps პრაქტიკების შესახებ;
** გამოცდილება შემდეგი ფრეიმვორკებით: Selenium WebDriver, Rest Assured, Appium;
** ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება: GIT, Jira;
** ტესტირების მეთოდოლოგიებისა, ტესტ-ავტომატიზაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პრინციპების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: ტესტის ავტომატიზაციის ინჟინერი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე