Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719880&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ტუმოს ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2560 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბსა და ტუმოს ცენტრში კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მეილების ანგარიშების და Office 365-ში უსაფრთხოების პოლიტიკის მართვა ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად;
** სისტემური თუ პროგრამული განახლებების რეგულარული მხარდაჭერა;
** თანამშრომლებისთვის სრული ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის დისტანციურ რეჟიმში;
** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ტუმოს ცენტრის IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ტექნიკური დავალების შემუშავება. მათ შორის, ბაზრის კვლევის წარმოება და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;
** სხვადასხვა ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება და სააგენტოს ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
** შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბსა და ტუმოს ცენტრში;
** ლიცენზიების კონტროლი (software asset management);
** IT აქტივების ინვენტარიზაცია და მართვა;
** ინციდენტებზე რეაგირება/ინფორმირება კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
** შიდა პროცესების მხარდაჭერა კომპეტენციების ფარგლებში;
** სააგენტოს მიერ გამართული ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა, როგორც მოსამზადებელ ეტაპზე, ასევე ღონისძიებების მიმდინარეობისას, საჭიროებისამებრ;
** ვიდეო-კონფერენციის სისტემების მხარდაჭერა (Teams, Zoom rooms);
** პერიოდული ანგარიშის მომზადება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლება: ბაკალავრი.

დამატებითი მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემების, MacOS, Windows-ის და თანმხლები სამუშაო პროგრამების მართვის გამოცდილება;
** Office 365-ის და მასში გაერთიანებული სხვა სერვისების ადმინისტრირების პანელთან მუშაობის გამოცდილება;
** Endpoint management (მაგ: Microsoft Intune ან სხვა)
საბაზისო კიბერუსაფრთხოების ცოდნა (ანტივირუსი, endpoint protection, MFA, phishing);
** Backup & Recovery სისტემების ცოდნა;
** ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, VLAN, VPN, DHCP, DNS);
** Cisco / Ubiquiti / MikroTik მოწყობილობებთან საბაზისო მუშაობის გამოცდილება;
** Helpdesk / Ticketing სისტემებთან (მაგ: ManageEngine ServiceDesk, Jira Service Management, Zendesk) მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/FZyyE
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია