|
დასახელება:
ვორქშოპ ლიდერი - მუსიკის შექმნა
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.
ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს ვორქშოპ ლიდერს, რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის მუსიკის შექმნის მიმართულებით ვორქშოპებს.
პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ აღნიშნული სფერო.
პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (მუსიკის შექმნის მიმართულებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)
მოვალეობები:
** მუსიკის შექმნის მიმართულებით ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება;
** მოსწავლეების ტექნიკური და კრეატიული უნარების განვითარება ვორქშოპების ფარგლებში
** თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება
** თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით
** თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა
** ტუმოს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად
მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი მუსიკის, მუსიკალური ტექნოლოგიების, ხმის ინჟინერიის ან დაკავშირებულ სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მუსიკის სფეროში (საგანმანათლებლო,
შემოქმედებითი ან საშემსრულებლო მიმართულებით) ან/და სწავლების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით. სხვა) ან/და სწავლების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით
** Logic Pro პროგრამის ცოდნა;
** Ableton Live პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი
** გუნდის მოტივაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი
** ლიდერული და მენეჯერული უნარები
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/LDxQ
|
|
|
|