Робота для біженців з України
ვორქშოპ ლიდერი - თამაშების დეველოპმენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვორქშოპ ლიდერი - თამაშების დეველოპმენტი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.

ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს თამაშების დეველოპმენტის სპეციალისტს (Game Development), რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის თამაშების შექმნის ვორქშოპებს.

პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ აღნიშნული სფერო.

პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (თამაშების დეველოპმენტის მიმართულებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** თამაშების დეველოპმენტის ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება;
** მოსწავლეების ტექნიკური და კრეატიული უნარების განვითარება ვორქშოპების ფარგლებში
** თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება
** თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით
** თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა
** ტუმოს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, დეველოპმენტის ან დაკავშირებულ
სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება თამაშის დეველოპმენტის მიმართულებით ან/და სწავლების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.
** Unity-ისა და C#-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი
** გუნდის მოტივაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი
** ლიდერული და მენეჯერული უნარები

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/LVTT
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე