Робота для біженців з України
ვორქშოპ ლიდერი - GEN AI - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვორქშოპ ლიდერი - GEN AI
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.

ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით (GEN AI) სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის
მიმართულებით ვორქშოპებს.

პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ აღნიშნული სფერო.

პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GEN AI) მიმართულებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GEN AI) მიმართულებით ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება
** მოსწავლეების ტექნიკური და კრეატიული უნარების განვითარება ვორქშოპების ფარგლებში
** თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება
** თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით
** თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა
** ტუმოს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მონაცემთა მეცნიერების, დიზაინის ან დაკავშირებულ სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ, კრეატიულ, განათლების ან დაკავშირებულ სფეროში ან/და სწავლების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.
** AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება (მაგ.: ChatGPT, Claude, Gemini ან სხვა)
** ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა (მაგ.: LLM-ები, ტექსტის გენერაცია, მოდელებთან მუშაობა)
** პროგრამირების საბაზისო ცოდნა (მაგ.: Python ან JavaScript; API-ებთან მუშაობის საფუძვლები ჩაითვლება უპირატესობად)
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ AI-ზე დაფუძნებული პროექტების (chatbots, generative content, automation tools) შექმნის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (C1 დონე)
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი
** გუნდის მოტივაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი
** ლიდერული და მენეჯერული უნარები

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/LqFW
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე