Робота для біженців з України
კრეატიული/ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მენტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კრეატიული/ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მენტორი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მენტორის პოზიციაზე.

კონკურსი ცხადდება ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მოტივირებული და გამოცდილი, პროფესიონალი გუნდის წევრის შესარჩევად. მენტორი პასუხისმგებელი იქნება მოსწავლეთა თვითსწავლის პროცესის მხარდაჭერაზე, მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობასა და სასწავლო გარემოს ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

ადგილების რაოდენობა: 10
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** მოსწავლეთა მხარდაჭერა თვითსწავლის პროცესში
** ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დაგეგმვაში მონაწილეობა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით
** მოსწავლეების სწავლების პროცესის მხარდაჭერა და სასწავლო აქტივობების დასრულების მიმართულების მიცემა
** მოზარდებისთვის მოტივაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა ახალი უნარების ათვისების პროცესში
** ტექნოლოგიურ მიმართულებებში ვორქშოპებისა (პრაქტიკული სემინარების) და პროექტების კოორდინაციაში მონაწილეობა
** მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი და მათი პროგრესის შესახებ უკუკავშირის მიწოდება
** ნაკლებად მოტივირებული მოსწავლეების აქტიურობაში ჩართვა და მოტივაციის გაზრდა
** სასწავლო გარემოს პროფესიონალური და თანამშრომლობითი კულტურის უზრუნველყოფა
** საგანმანათლებლო კონტენტის განვითარების პროცესში უკუკავშირის მიწოდება
** ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრში ვიზიტორების მიღება, მათი ნაკადის მართვა და კოორდინაცია, მათ შორის ჯგუფური ვიზიტების ორგანიზებაში ჩართულობა
** ტუმოს ცენტრში მოქმედი დაშვების სისტემების, რეგისტრაციისა და უსაფრთხოების პროცედურების ადმინისტრირება
** სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შემოსული მოთხოვნების მართვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება
** სტატისტიკური მონაცემების (ვიზიტორების რაოდენობა, ვიზიტების ტიპები და სხვა) წარმოება და ანგარიშგებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი
** სასურველია მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
** ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება და ონლაინ რესურსების გამოყენების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი
** მომხმარებელზე/მონაწილეზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/3I40
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე