Робота для біженців з України
კრეატიული/ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მენტორების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კრეატიული/ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მენტორების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მენტორების მენეჯერის პოზიციაზე.

კონკურსი ცხადდება ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მოტივირებული და გამოცდილი პროფესიონალი გუნდის წევრის შესარჩევად, რომელიც უხელმძღვანელებს მენტორების გუნდს, უზრუნველყოფს ეფექტურ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხიანად წარმართვას.

პოზიციის დასახელება: ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის მენტორების მენეჯერი

ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** მენტორების გუნდის მართვა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია
** გუნდის წევრებისთვის ინდივიდუალური ამოცანების განსაზღვრა, შესრულების ვადების დადგენა და პროცესის მონიტორინგი
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და რესურსების ეფექტური განაწილება
** ყოველდღიური შეხვედრების ჩატარება გუნდის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით
** გუნდის მუშაობის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის კოორდინაცია
** რეგულარული შეხვედრების ჩატარება და ინფორმაციის ეფექტური გაზიარება
** ცენტრის მენეჯერისათვის ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება და შედეგების წარდგენა
** ახალი პროცესებისა და გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვა
** გუნდის შერჩევისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა, ტუმოს მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად
** ცენტრის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაში, შესაბამისი მონაცემების ანგარიშის წარდგენაში, ცენტრის შიდა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

დამატებითი მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გუნდის მართვის ან კოორდინაციის მიმართულებით
** გამოცდილება საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ ან პროექტების მართვის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა (C1 დონე)

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი
** გუნდის მოტივაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი
** ლიდერული და მენეჯერული უნარები

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/3ni7
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე