Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719847&print=yes&view=jobs
 
სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი
ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებისა და ტექნოლოგიური ინსტალაციების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** მუზეუმში არსებული ექსპონატების რეგულარული შემოწმება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება
** საშუალო სირთულის ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად აღმოფხვრა და რთულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალისტების/კონტრაქტორების ჩართვა
** მუზეუმის ექსპონატების ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი
** მუზეუმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის (ინტერაქტიული სისტემები, სენსორები, მექანიკური და ელექტრონული კომპონენტები) გამართულობის ზედამხედველობა
** უმცროსი ტექნიკოსის საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი
** ტექნიკური სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** ექსპონატების მონტაჟში, დემონტაჟსა და განახლებაში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია
** მუზეუმში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა
** მუზეუმის ექსპონატების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ღონისძიებებისა და ვიზიტორების მომსახურების პროცესში
** მუზეუმის ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებულ ანგარიშგებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

დამატებითი მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკურ მიმართულებით (ინჟინერია, მექანიკა, ელექტრონიკა ან დაკავშირებული სფერო)
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მოვლა-პატრონობის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით
** English ენის B2 დონეზე ცოდნა
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა
** სასურველია გამოცდილება ინტერაქტიული სისტემების, ელექტრონიკის ან მექანიკური მოწყობილობების მართვაში

უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური აზროვნება
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/h6kC
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია