|
დასახელება:
სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1600 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 4
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)
მოვალეობები:
** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მუზეუმში ვიზიტორებისთვის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ტურის ჩატარება
** მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო პრინციპების მარტივად და გასაგებად ახსნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის
** ვიზიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემებისადმი ინტერესის გაზრდა
** მუზეუმში ინტერაქტიული აქტივობების, დემონსტრაციებისა და საგანმანათლებლო სესიების დაგეგმვა და განხორციელება
** სასკოლო ჯგუფებთან, სტუდენტებთან და სხვა ორგანიზებულ ვიზიტორებთან მუშაობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტურის ადაპტაცია
** მუზეუმის სივრცის, ექსპონატებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოვლა და მათი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა
** მუზეუმში უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა ვიზიტორებისთვის
** მუზეუმის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა
** ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა
** ვიზიტორების რაოდენობისა და აქტივობების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად
დამატებითი მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; სასურველია სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო, სამეცნიერო კომუნიკაციის ან მომსახურების სფეროში
** ინგლისური ენის B2 დონეზე
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა
** სასურველია ტექნოლოგიური და სამეცნიერო საკითხების საბაზისო ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციისა და აუდიტორიის ჩართულობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობის უნარი
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/hbqD
|
|
|
|