Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719841&print=yes&view=jobs
 
ქუთაისის ტექნოპარკის პროექტების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოპარკის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის პროექტების მენეჯერი
ადგილების რაოდენობა: 1
ანაზღაურება: 2880 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნისა და განვითარების, ინოვაციური საზოგადოების გაძლიერებისა და ICT და STEAM განათლების მიმართულებით პროექტებისა და ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება და პროცესების კოორდინაცია
** კონტრაქტორი კომპანიების მართვა, მათი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებების ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი
** უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების ინიცირება და განხორციელება
** კერძო სექტორთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება ტექნოპარკის პროექტების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით
** ტექნოპარკის სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** ტექნოპარკის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით
** ინგლისური ენის B2 დონეზე და Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და მართვის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/D800
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია