Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719840&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაბალე
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
ინფორმაცია სოციალური საწარმო "ბაბალეს" შესახებ:

"ბაბალე" არის ერთ-ერთი გამორჩეული ქართული სოციალური საწარმო, რომლის მთავარი მისიაა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, პროფესიული სწავლება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. საწარმო ორიენტირებულია ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა ადამიანის შემოქმედებითი უნარები დაფასებულია.

კომპანიის ძირითადი პროდუქტები და სერვისები:

სოციალური საწარმო "ბაბალე" აწარმოებს მრავალფეროვან, კრეატიულ დიზაინზე დაფუძნებულ პროდუქტებს, მათ შორის:

** ტექსტილის ნაწარმს (წინდები, ჩანთები, სუფრები, წინსაფრები, სამზარეულოს აქსესუარები);
** კერამიკულ ჭურჭელსა და დეკორატიულ ნივთებს;
** ხის და შერეული მასალების სუვენირებსა და გამოყენებით პროდუქტებს.

პროდუქციის დიზაინი იქმნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებისა და დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების მიერ შექმნილი ვიზუალური ნიმუშების შერწყმით. აღნიშნული მიდგომა ქმნის უნიკალურ პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებს კულტურულ ავთენტურობას, თანამედროვე დიზაინსა და სოციალურ ინკლუზიას.

გარდა პროდუქციისა, "ბაბალე" სთავაზობს მომხმარებლებს შემოქმედებით ვორქშოფებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სერვისებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი აუდიტორიისთვის:

** ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ვორქშოფები: კერამიკის, ტექსტილისა და ხელნაკეთი ნივთების შექმნის პრაქტიკული მასტერკლასები, სადაც მონაწილეები თავად ქმნიან უნიკალურ პროდუქტებს;
** ტურისტული გამოცდილებები: კულტურულ ელემენტებზე დაფუძნებული შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც აცნობს სტუმრებს ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე დიზაინს;
** კორპორატიული ვორქშოფები: გუნდური აქტივობები კომპანიებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომლობას, კრეატიულ აზროვნებასა და გუნდური თანამშრომლობის გაძლიერებას.

სოციალური საწარმო "ბაბალე" ეძებს ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი უნიკალური პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა: არსებული გაყიდვების არხების მართვა და ახალი ბაზრების/პოტენციური კლიენტების მოძიება (B2B და B2C სეგმენტში);
** კორპორატიული გაყიდვები: პოტენციურ პარტნიორებთან კავშირის დამყარება, პრეზენტაციების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქციის პოპულარიზაცია: "ბაბალეს" მრავალფეროვანი ასორტიმენტის (კერამიკა, ტექსტილი, წინდები და სხვა) გაყიდვების სტიმულირება საწარმოს მისიის გათვალისწინებით;
** შეკვეთების მართვა: კორპორატიული შეკვეთების მიღება, წარმოებასთან კოორდინაცია და ვადების კონტროლი;
** გამოფენა-გაყიდვებსა და ფესტივალებში მონაწილეობა: საგამოფენო სივრცეების დაგეგმვა და საწარმოს წარდგენა სხვადასხვა ღონისძიებაზე;
** ანგარიშგება: გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი და პერიოდული რეპორტების მომზადება დირექტორისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში ან/და ადექვატური პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის მართვის მიმართულებით (სასურველია კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება);
** ენების ფლობა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე (უცხოელ პარტნიორებთან/ტურისტებთან ურთიერთობისთვის);
** ტექნიკური უნარები: საოფისე პროგრამების (MS Office) და სოციალური ქსელების სამუშაო დონეზე ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ემპათია და ღირებულებები: სოციალური მეწარმეობის არსის სწორი შემეცნება და შშმ პირთა ინკლუზიური დასაქმების მისიისა და პრინციპების გაზიარება;
** კომუნიკაბელურობა: ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დარწმუნების უნარი: პროდუქტის ღირებულებისა და მისი სოციალური ღირებულების/დატვირთვის სწორად მიტანის უნარი კლიენტთან;
** ორგანიზებულობა: დროის მართვისა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაბელურობა: კომპანიის იმიჯის ღირსეულად წარდგენის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ალექსანდრე დიუმას ქ. #21;
** განრიგი: თავისუფალი/შეთანხმებით (სავალდებულო ყოველ კვირეული-რეგულარული შეხვედრებით).
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).
** დაქვემდებარება: გაყიდვების მენეჯერი ექვემდებარერბა უშუალოდ დირექტორს;

რატომ ჩვენთან? თქვენ გახდებით იმ გუნდის წევრი, სადაც ბიზნეს ინტერესები და სოციალური პასუხისმგებლობა თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენთან მუშაობით თქვენ პირდაპირ წვლილს შეიტანთ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) მეილზე: babale@downsyndrome.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია