Робота для біженців з України
მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: აქვარუმი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"აქვარუმი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველა გამზირი #90
სამუშაო სფერო: საცურაო აუზები, საუნები, წყლის ფილტრაცია და აქსესუარები

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის ეტიკეტირება და ფასების კონტროლი
** ინვოისების მომზადება
** ნაშთების კონტროლი და პროდუქციის განთავსება შოურუმში
** სალაროსა და POS ტერმინალთან მუშაობა
** მომხმარებლის შეკვეთების ფიზიკური მომზადება — პროდუქციის შეგროვება, მიმდებარე საწყობებიდან გამოტანა და კლიენტისთვის გადასაცემად მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** ფიზიკური დატვირთვის შესრულების მზადყოფნა
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა დამწყებ კანდიდატებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (2 მცოცავი დასვენების დღე)
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 საათიანი შესვენებით)
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1200 ლარი
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ: მზარდი ანაზღაურება

განაცხადის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@aquaroom.ge. თემის ველში მიუთითეთ: "მაღაზიის კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე