Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719823&print=yes&view=jobs
 
მზარეული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო Hilton Batumi
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"სასტუმრო ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.

ჰილტონში, მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტით კერძების მომზადება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება;
** მენიუში არსებული კერძების მომზადება;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საკვების დახარისხების უზრუნველყოფა და შენახვის კონტროლი;
** პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებების კონტროლი.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიუობა;
** კრეატიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მენეჯმენტი.

სამუშაო პირობები:

** ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
** უფასო კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50% ფასდაკლება სასტუმროს ყველა კვებისა და სასმელების სივრცესა და სპაში;
** სამოგზაურო პროგრამა GO Hilton;
** ანაზღაურება 1000 ლარიდან 1700 ლარამდე, გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:BUSBT_Batumi_Career@hilton.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს.ტურინვესტი-სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია