|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
GeDe Group
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
"GeDe Group" არის ქართულ-გერმანული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან. ის მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტებსა და სერვისებს სამი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:
გერმანული ავეჯი, აქსესუარები და სუვენირები, მაღალი ხარისხის გერმანული საღებავები და ლოჯისტიკა გერმანიაში — კორპორატიული და ინდივიდუალური პროექტებისთვის.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს — ფილიალის მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, მცხეთის გზატკეცილი (თბილისი მოლიდან 2 კმ)
სამუშაო განაკვეთი: 6 სამუშაო დღე
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი და საბონუსე სისტემა — გამოცდილებიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის სრული ოპერაციული მართვა (გაყიდვები, ვიზიტორთა გამოცდილება, წესრიგი)
** პროდუქციის ფასების კონტროლი, საბაზრო ფასების ანალიზი და ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა
** საწყობის ნაშთების კონტროლი და პროგრამულ სისტემაში სისწორის უზრუნველყოფა
** გაყიდვების სიზუსტის კონტროლი
** სალაროს კონტროლი
** გაყიდვების გეგმის შესრულება და გადაჭარბება
** გუნდის მართვა და მოტივაცია
** კლიენტების მაღალი დონის მომსახურების სტანდარტის შენარჩუნება
** კროს-გაყიდვების (ავეჯი + დეკორი) ზრდაზე მუდმივი ორიენტირება
** ფილიალის visual merchandising-ის კონტროლი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** პროგრამა Fina-სთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** პასუხისმგებლობა
** ინიციატივის გამოვლენის უნარი
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ბენეფიტები:
** მეგობრული სამუშაო გარემო
** ფიქსირებული ანაზღაურება და მზარდი საბონუსე სისტემა
** ზრდისა და განვითარების რეალური შესაძლებლობა
** სამუშაო მივლინებები გერმანიაში
** ჯანმრთელობის დაზღვევა
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
ელფოსტა: careers@gedegroup.ge
|
|
|
|