|
დასახელება:
შეფ-მზარეული
|
| მომწოდებელი:
არქი ჰოსფითალითი
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
"Archi Hospitality" განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით თბილისში ახალ პროექტს იწყებს.
გუნდში ვეძებთ შეფ-მზარეულს
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
** მართავ სამზარეულოს ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფ შეუფერხებელ ოპერირებას;
** უზრუნველყოფ საერთაშორისო პარტნიორის მიერ განსაზღვრული მენიუსა და რეცეპტურების ზუსტ შესრულებას;
** მართავ სამზარეულოს გუნდს და ანაწილებ პასუხისმგებლობებს;
** აკონტროლებ პროდუქტის მიღებას, მარაგებსა და დანახარჯებს;
** უზრუნველყოფ ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას;
** აკონტროლებ კერძების ხარისხს, გემოსა და პრეზენტაციას;
** ზრუნავ პროცესების ეფექტიანობასა და გუნდის განვითარებაზე.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გაქვს შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გაქვს გუნდის მართვის გამოცდილება;
** ორიენტირებული ხარ ხარისხსა და სტანდარტებზე;
** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.Ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შეფ-მზარეული
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 07 ივნისი, 2026.
გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
|
|
|
|