|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Hazet Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "HAZET GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
** კომპანიის სატელეფონო ზარების მიღება;
** ოფისის საჭირო რესურსების (საკანცელარიო ნივთები და სხვ.) კონტროლი და მენეჯმენტი;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
აუცილებელი უნარები:
** ორგანიზებულობა;
** MS EXCEL/WORD მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
გთავაზობთ:
** იყო მონაწილე ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ორგანიზაციის ყოველდღიური პროცესების;
** მრავალწლიანი გამოცდილების გუნდთან ურთიერთობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: 1400-1500 ლარი
ლოკაცია: თბილისი, დიღომი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hazetgeorgia@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|