Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=719780&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არქ-კონი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
კომპანია "არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვის პროცესების მართვა კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდვის პროცესის ეფექტურად წარმართვა გონივრულ ვადებში;
** ადგილობრივი და უცხოელი მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის საუკეთესო პირობებზე შეთანხმება;
** მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და შესყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია;
** მჭიდრო თანამშრომლობა პროექტ მენეჯერებთან და სხვა დამკვეთ განყოფილებებთან;
** ტექნიკური დავალებების მიღება, დეტალური გადამოწმება და შესყიდვების გეგმის შესრულება;
** არაგეგმიური შესყიდვების მართვა დადგენილი ხარჯების დამტკიცების პროცედურების მიხედვით;
** შესყიდვების ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი სამშენებლო სექტორში (სასურველია);
** განათლება: უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია);
** ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** კორპორატიული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები);
** კომფორტული და თანამედროვე სამუშაო გარემო;
** მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: k.orvelashvili@arch-con.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია