Робота для біженців з України
საოპერაციო ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო ექთანი
მომწოდებელი: ჰერა 2011
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
შ.პ.ს "ჰერა 2011" მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის, ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის, ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.

კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - "აკრედიტაცია კანადა"-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც ადასტურებს დაწესებულების კლინიკურ სტანდარტებს უსაფრთხოებას და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას.

"ჰერა 2011" - ის მთავარი მისიაა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის უსაფრთხო და პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; კვირაში 5 დღე;
** სამუშაო საათები: 09:30-დან 17:30-მდე
** ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი შეთანხმებით;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საოპერაციო ბლოკის მომზადება;
** სტერილური და ასეპტიკური ტექნიკის დაცვა;
** სამედიცინო ინსტრუმენტების სწორად მომზადება და აღრიცხვა;
** ოპერაციის შემდგომ საოპერაციოს დეზინფექცია და აღჭურვილობის მოწესრიგება;
** პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა პროცესის ყველა ეტაპზე;
** დოკუმენტაციის კორექტული შევსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექთნის დიპლომი/სერტიფიკატი
** სასურველია საოპერაციო ბლოკში მუშაობის გამოცდილება;
(კანდიდატებს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, კლინიკა უზრუნველყოფს პროფესიული უნარ-ჩვევების ადგილზე სწავლასა და განვითარებას.)
** სტერილიზაციისა და ინფექციების პრევენციის წესების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალების გუნდს;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hera2011hr@Gmail.com.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს "ჰერა 2011"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე